მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 ოქტომბერს მხოლოდ 3 843 ადამიანი აიცრა - NCDC

6169378d7efc1
ინგა მურუსიძე
15.10.21 12:13
474
15 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 899 938 აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 
 
ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 007 399 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.5 %; სრულად აცრილია 892 410 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.2%-ია.

14 ოქტომბერს 3 843 ადამიანი აიცრა. 

ამ დროისთვის იმუნიზაცია მიმდინარეობს ოთხი ვაქცინით, ესენია: "სინოფარმი", "სინოვაკი", "ასტრაზენეკა" და "ფაიზერი".