მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი $2 მილიარდამდე, მშპ-ის 12%-მდე გაიზარდა

6061caeecf3d9
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.21 16:59
1519
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ანუ ქვეყანაში შემომამავლი და გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა კვლავ დეფიციტური იყო, თანაც დეფიციტის მოცულობა COVID-19-ის კრიზისის გამო ორჯერ გაიზარდა და მან მინუს $2 მილიარდი დოლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3%-ს შეადგინა. 

შედარებისთვის, 2019 წელს ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები იყო და $891 მილიონ დოლარს და მშპ-ის 5.1%-ს შეადგენდა.

ამდენად, დეფიციტის მოცულობა გასულ წელს $1.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა - სწორედ ეს იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც საქართველოს ეროვნული ვალუტა გასულ წელს 15%-ით გაუფასურდა. საგადასახდელო ბალანსზე ყველაზე დიდი დარტმა ტურიზმის შემოსავლების $2.7 მილიარდით კლებამ იქონია.

მთლიანობაში შემომავალი ნაკადების მოცულობა ნაწილობრივ იმპორტის შემცირებამ დააბალანსა, რადგან გასულ წელს იმპორტი $800 მილიონი დოლარით შემცირდა. 

ეროვნულმა ბანკმა დღესვე 2020 წლის მეოთხე კვარტლის საგადასახადელო ბალანსის ანგარიშიც გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი მშპ-ის 13.2% იყო. 

"2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 560.2 მლნ აშშ დოლარი (1.8 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 0.1%-ით შემცირდა, ხოლო მშპ-ისთან ფარდობა - 11.9 პროცენტიდან 13.2 პროცენტამდე გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 19.8 პროცენტით შემცირდა და 887.0 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 12.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 15.7 პროცენტით შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 120.0 მლნ აშშ დოლარი (392.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2.8 პროცენტია," - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები