2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი უკვე პარლამენტშია. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთავრობას დოკუმენტი პარლამენტისთვის არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა უნდა წარედგინა.
როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მთავრობამ ელექტრონულად მოიწონა და დაამტკიცა.
მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის და ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დღესვე, უახლოეს საათებში აიტვირთება.
2021 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, ჯერჯერობით, უცნობია.