29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მეტროპოლიტენში გარკვეული შეზღუდვები დაწესდება და ეს იქნება პირბადის ტარების ვალდებულება.
შეგახსენებთ: კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან კი ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა, მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მეტროს ჩათვლით.