მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

40-წლიან პრაქტიკაში არ მახსენდება ასეთი დაუსაბუთებელი სარჩელი - ბაჩიაშვილის ადვოკატის მორიგი განცხადება

64abdbec6ff54
შოთა ტყეშელაშვილი
10.07.23 14:25
1688
“საერთაშორისო სამართალში ჩემი 40 წელზე ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში, მე არ მახსენდება ასეთი არარსებული და დაუსაბუთებელი სარჩელი წაეყენებინოთ,”- წერს გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველი რობერტ ამსტერდამი. ის აღნიშნავს რომ, განცხადება რომელიც დღეს ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ გაავრცელა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

“ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თემო წიქვაძემ გამოაქვეყნა Facebook-განცხადება, რომლითაც თავს დაესხა ჩემს კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს.

ბრალდებები, რომლებიც წიქვაძემ დაასახელა, არის ურცხვი სიცრუე.

მხოლოდ ჩემს სიტყვას არ ენდოთ - შეხედეთ თავად სარჩელს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რამდენად წინააღმდეგობრივი და უშინაარსოა ის.

საერთაშორისო სამართალში ჩემი 40 წელზე ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში, მე არ მახსენდება ასეთი არარსებული და დაუსაბუთებელი სარჩელი წაეყენებინათ და სამწუხაროდ ეს ფაქტი საქართველოსთვის იმედგაცრუების საგანი უნდა იყოს.

ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღიად იღებს პასუხისმგებლობას ამ ბრალდებაზე, და ახლა როდესაც მისი წარმომადგენელი სრულად ადასტურებს, რომ ბრალი მიმდინარეობს მისგან და არა რეალური გამოძიებისგან, ნათელი ხდება ამ საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს გამოიყენოს სახელმწიფო ინსტიტუტები, რათა მოახდინოს ჩემი კლიენტის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანი რეპუტაციის შელახვა,” - წერს რობერტ ამსტერდამი, რომელიც ბაჩიაშვილის უფლებებს ქართველ იურისტებთან ერთად იცავს.

ცნობისთვის, 6 ივლისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. მას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები