მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ტურიზმის მდგრადი განვითარების გაზომვის ევროპული მოდელი ინერგება

6191fa17c3a8e
ინგა მურუსიძე
17.11.21 10:45
982
გლობალური მასშტაბით ტურისტების აქტივობების შედეგად უზარმაზარი მოცულობის მონაცემები წარმოიქმნება, მათზე დაყრდნობით საინტერესო დასკვნების გამოტანა შეიძლება მოგზაურების ქცევების შესახებ. აღნიშნული მონაცემების შეგროვებას, კომერციული თუ არაკომერციული მიზნით, ახდენს უამრავი დაინტერესებული მხარე, მათ შორის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ამ შეგროვებული მონაცემების გაზიარება არ ხდება, რაც ჯვარედინი ანალიზის შესაძლებლობების გამოყენებას და ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციის გენერირებას უშლის ხელს, ეს კი ტურიზმის სფეროს მდგრადი განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია. ინდუსტრია 4.0-ის ტექნოლოგიების საშუალებით შეგვიძლია შევაგროვოთ და ანალიზი გავუკეთოთ დიდი მონაცემებს, რისი გამოყენება ტურიზმის სფეროს უფრო სიღრმისეული სურათის დანახვის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული მიდგომა დაგვეხმარება შევიმუშაოთ უფრო მეტად მდგრადი სტარატეგიები თუ ბიზნესმოდელები, რაც ერთი მხრივ, თანამედროვე ტურიზმით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან უკეთესად გამკლავების, მეორე მხრივ, ხშირი მოგზაურების და ახალი ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.

შავი ზღვის აუზში ტურიზმის სექტორი სტაბილური ტემპით ვითარდება. რეგიონს დიდი შესაძლებლობა აქვს ტურისტებს შესთავაზოს უფრო მდგრადი, ინოვაციური და დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი. სწორედ ამიტომ, ევროკომისიამ, აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკის ჭრილში, თანადააფინანსა შავი ზღვის 3 ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა და რუმინეთი, ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასების ევროპული მოდელის პილოტაჟი. უფრო კონკრეტულად, პროექტი, „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის - მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“, ეხება ტურიზმის დანიშნულების ადგილის (destination) მდგრადი განვითარების გაზომვას დიდი მონაცამების და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამისათვის პროექტი იყენებს ციფრულ ხელსაწყოს სახელად „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model), რომელიც შექმნილია სლოვენიაში, კომპანია Arctur-ის მიერ. სწორედ მისი პილოტაჟი მიმდინარეობდა ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში, 2019 წლის ნოემბრიდან - 2021 წლის ნოემბრამდე.


პროექტის მთავარი სიახლე რამოდენიმე ფაქტორისგან შედგება: იგი ტურიზმს გავლენას აფასებს როგორც ეკონომიკური ინდიკატორებით, ასევე სოციალური, კულტურული, გარემოსდაცვითი თუ ურბანული ფაქტორებით. ქართულ რეალობაში დამკვიდრდა ტურიზმის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით გაზომვა, შედეგად, გვერდით გვრჩება ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხი, რაც გულისხმობს ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტორის გაანალიზებით დადგინდეს ტურიზმის დადებითი თუ უარყოფითი გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე. ეს კი, თავის თავში, მოიცავს დიდი მოცულობის მონაცემების გადამუშავებას, რასაც სჭირდება ტექნოლოგიების ჩართულობა, რადგანაც ტრადიციული ხერხები აქ ნაკლებად გვადგება. შესაბამისად TIM მოდელი ეყრდნობა მრავალი იდიკატორის გაზომვას დიდი მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენებით.

ზემოაღნიშნული შედეგების ფართო პრეზენტაცია მოხდება მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ქალაქ ლუბლიანაში (სლოვენია), მაღალი რანგის ფორუმზე „ტურიზმი,დიგიტალიზაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“, რომელსაც დაესწრება ევრო კომისიის, საქართველოს, რუმინეთის და უკრაინის შესაბამისი ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებიდან, კერძო სექტორიდან და აკადემიური სფეროდან.

ღონისძიებაზე დისტანციურად დასწრება შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციით.

აღსანიშნავია, რომ „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model) გახდა საუკეთესო ინოვაციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიტიკის კუთხით (The Best Innovation on AI and Data Analytics Award) „ტურიზმის ინოვაციების სამიტზე 2020“ (Tourism Innovation Summit 2020), ესპანეთში.

პროექტი თანადაფანინანსებულია ევრო-კომისიის მიერ,მისი ოფიციალური პარტნიორი გახლავთ აჭარის ა.რ. ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი და საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო, ხოლო განმხორციელებელია „ტურიზმის ინსტიტუტი“
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები