მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პლატფორმას ქმნის - რას მოიცავს ის

609a9531979d3
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.21 22:20
1056
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომსახურების განვითარებისთვის ახალ პლატფორმას ქმნის, - ამის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ BM.GE-ის განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა რეგიონში ტურიზმის სექტორებში ჩართული სუბიექტებისთვის მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გაზრდის. ახალი ვებგვერდის სახელწოდების გაჟღერებისგან თინათინ ზოიძემ თავი შეიკავა და თქვა, რომ პროექტის შესახებ ერთ კვირაში დააანონსებენ.

„ეს იქნება სერვისის განვითარების ონლაინ პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ის სატრენინგო პროგრამები და მასალები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ. ეს ძალიან მარტივი ქართულენოვანი პლატფორმა იქნება და პანდემიის პერიოდში ჩვენ ვიდეოგაკვეთილებით დავფარავთ მთლიანად აჭარის რეგიონს. მისი საშუალებით, აჭარის რეგიონებში მოქმედ სუბიექტებს ვიდეო გაკვეთილების მოსმენა, ტრენინგებზე წინასწარი რეგისტრაცია და ასევე ონლაინ დასწრება შეეძლებათ, რაც მათ მომსახურების განვითარებაში დაეხმარება“, - განმარტა თინათინ ზოიძემ.

კითხვაზე - რა ფინანსური რესურსი დაიხარჯება ვებგვერდის ამოქმედებისთვის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასე უპასუხა: „პლატფორმა შიდა რესურსის ხარჯზე ხორციელდება, პროგრამული უზრუნველყოფა გასულ წელს შევიძინეთ და დანარჩენს ჩვენი კადრების საშუალებით ვახორციელებთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები