Amazon-ი აჩერებს თითქმის ყველა სახის პროდუქციის ტრანსპორტირებას დამოუკიდებელი გამყიდველებისგან თავის საწყობში. გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა. შეზღუდვა არ შეეხება სამედიცინო და მაღალმოთხოვნად პროდუქტებს.
გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს იმ მცირე ბიზნესებსა და დამოუკიდებელ გამყიდველებზე, რომლებიც იყენებენ და ეყრდნობიან Amazon-ისსაწყობს თავიანთი პროდუქტების შესანახად და გადასატანად.
„ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ცვლილება ჩვენი გამყიდველი პარტნიორებისთვის და ვაფასებთ მათ მიერ გაგებით მოკიდებას ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დროებით პრიორიტეტს ვანიჭებთ ცალკეულ პროდუქტებს“, - განაცხადა Amazon-ის პრესსპიკერმა Independent-თან საუბრისას.
გამყიდველებს შეუძლიათ კვლავ გაყიდონ პროდუქცია Amazon-ის საშუალებით, თუმცა, მათ არ ექნებათ კომპანიის საწყობის გამოყენების უფლება მანამ, ვიდრე პროცესი ჩვეულ რიტმს არ დაუბრუნდება.
გადაზიდვების შეჩერება 5 აპრილამდე იგეგმა.