ამერიკულმა Amazon-მა პროექტ Kuiper-ის ფარგლებში, Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი საწარმოს, United Launch Alliance-ის მიერ შექმნილი რაკეტით დედამიწის ორბიტაზე ორი პროტოტიპული სატელიტი გაუშვა, რაც კომპანიის მიერ კოსმოსური ინდუსტრიის ათვისებისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი საფუძვლიანი ნაბიჯია. სატესტო მისიის ფარგლებში, Amazon-ი ერთბაშად რამდენიმე ტექნოლოგიურ გადაწყვეტას გამოცდის, როგორც უშუალოდ რაკეტის აფრენის, ასევე სატელიტებთან კომუნიკაციის მიმართულებით.
საერთო ჯამში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, Amazon-ი დედამიწის ორბიტაზე დამატებით 3200-ზე მეტი სატელიტის განთავსებას გეგმავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მოთხოვნისამებრ, Amazon-მა სატელიტები ორბიტაზე 2026 წლის ჩათვლით უნდა გაუშვას, მომდევნო წლები ასეთი ტიპის სიახლეებით მეტად დატვირთული იქნება. ჯერ კიდევ 2019 წელს, Amazon-მა ამ პროექტში $10 მილიარდის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.