დემპინგია, როდესაც იმპორტირებული პროდუქტი შემოდის თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ნაკლებ ფასად და არა იმ ბაზრის ფასებზე ნაკლებად, სადაც ის შედის.
ანუ პირობითად ირანული ცემენტი დემპინგად შეიძლება ჩაითვალოს მაშინ, თუ ამ ცემენტის სტანდარტული სარეალიზაციო ფასი არის თვითღირებულებაზე ნაკლები, ან ირანის ბაზარზე გასაყიდ ფასთან შედარებით ნაკლებად შემოდის (და არა საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებულ ფასთან შედარებით).
დემპინგი მცდარად აღიქმება, რომ ის შეიძლება იყოს როგორც დაბალი თვითღირებულების, ისე ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით დაბალი ფასი, რაც არასწორი ინტერპრეტაციაა ბაზრის ფასებთან მიმართებით. დემპგინგია, როდესაც, იგივე ირანული ცემენტი შეიძლება შემოვიდეს საქართველოში ირანის ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ნაკლებად და არა, საქართველოს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ნაკლებ ფასად (თვითღირებულების ნაწილში თანხვედრაა).
ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებით, პირები, რომლებიც ეწევიან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგურ იმპორტს, ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანი.
დემპინგი თუ დამპინგი?
რომელია სწორი ფორმა, დემპინგი თუ დამპინგი? რადგან ის იწერება, როგორც - dumping (Eng.) (u-ა), შესაბამისად მისი სწორი გამოთქმა იქნება დამპინგი და არა დემპინგი.
რას მოგვიტანს ანტიდე(ა)მპინგური კანონი?
ანტიდემპინგურ კანონით მთავრობას სურს, რომ დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრია დაიცვას და წაახალისოს, თუმცა რამდენად რეალურია ეს "კეთილი მიზნები’’ და რამდენად მიღწევადი მეორე საკითხია.
რა ჩაითვლება დემპინგურ ფასად ესეც გასარკვევია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას რამდენიმე მეთოდი აქვს დემპინგური ფასის დასათვლელად, დათვლისას პრობლემას ისიც ქმნის რომ ზოგიერთი ქვეყანა მის ადგილობრივ წარმოებას ასუბსიდირებს და ფასებიც შესაბამისად დაბალი აქვთ, ხოლო თუ დემპინგური პროდუქტი მთლიან იმპორტში მცირე წილითაა (3%), ანტიდემპინგური კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) დემპინგის ფასის დადგენის სამ ეტაპს იყენებს: ექსპორტიორის პროდუქტის ფასი შიდა ბაზარზე; ექსპორტიორის პროდუქტის ფასდადება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე; გაანგარიშება, რომელიც ემყარება ექსპორტიორის წარმოების ხარჯებს, სხვა ხარჯებს და მოგების გონივრულ ზღვრებს. მოსარჩელე ქვეყანას ასევე უნდა შეეძლოს იმის დადასტურება, რა საბაზრო ფასი უნდა იყოს აღნიშნულ პროდუქტზე და როდესაც ეს ყველაფერი გაკეთდება, მაშინ სადავო ქვეყანას შეუძლია დააწესოს ანტიპემპინგური ტარიფები. ამიტომ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არის დემპინგური ფასი ძნელია და კვლევას საჭიროებს.
მაგ; ბელგიური შოკოლადი შეიძლება ბელგიაში არსებულ ფასთან შედარებით ნაკლებ ფასად შემოვიდეს საქართველოში, მაგრამ აქაურ შოკოლადებთან შედარებით მაინც ძვირი ღირდეს, ეს პრობლემა არ იქნება, თუმცა თუ ეს ფასი ადგილობრივი ბაზრის ფასზე ნაკლები იქნება მაშინ დაიწყებს სააგენტო მოკვლევას არის თუ არა ის დემპინგური ფასი.
1. კანონის აღსრულება
კანონის აღსრულება დაევალება კონკურენციის სააგენტოს, ის იქნება მოკვლევის ორგანო და შეისწავლის ბაზარზე ფასებს.
საუბარია იმ კონკურენციის სააგენტოზე, რომელმაც ერთ წელზე მეტი ხანია ვერ გამოიკვლია ადგილობრივ ბაზარზე პურის ფასის ზრდის მიზეზები - რაც 2018 წელს მას პრემიერ-მინისტრმა დაავალა.
ამ სააგენტომ უნდა შეისწავლოს იმპორტირებული პროდუქტების თვითღირებულებები და გაანალიზოს სხვა ქვეყნის ბაზრების ფასები? ამასთან, აღნიშნული კვლევებისთვის სააგენტოს დაფინანსების ზრდაც უნდა მოხდეს, რაც გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებს.
2. ადგილობრივი წარმოების განვითარება
ანტიდემპინგური კანონით ადგილობრივი წარმოების წახალისდება იმ პირობებში, როცა ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს განვითარებული... წარმოიდგინეთ, გინდათ წარმოების დაწყება, მაგრამ ვერ იწყებთ, რადგან კაპიტალი არ გაქვთ. ამ დროს იმპორტირებულ პროდუქტზე მთავრობის მხრიდან ფასების ხელოვნური ზრდა რითი გვეხმარება? გახდება ეს მოტივაცია ბიზნესის დასაწყებად? ცხადია ბაზარზე კონკრეტულ პროდუქტზე ფასი თუ მოიმატებს თქვენ მისი წარმოებით უფრო მეტ მოგებას მიიღებთ, მაგრამ... აქ არის ერთი მაგრამ, თქვენ ფული ისევ არ გაქვთ, არ გაქვთ კაპიტალი რითაც ფინანსებს მოიზიდავთ. სესხის გამოსატანად უზრუნველყოფაში "იმპორტულ პროდუქტზე მაღალი ფასია"-ს ჩადებთ?
მაშინ როცა ეკონომიკური აქტივების უდიდესი წილის (სასოფლო-სამეურნეო და ურბანული მიწები, სასარგებლო წიაღისეული, შენობა ნაგებობები, წაგებაზე და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო საწარმოები და სხვ.) მფლობელი დღეს სახელმწიფოა, როცა მას ეკონომიკაში არ რთავს, არ ამუშავებს, მის კაპიტალიზაციას ანულებს და ანიავებს, ხოლო ეკონომიკაში ერევა ისეთი რეგულაციებით, რაც აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას. როცა თქვენ კაპიტალის მფლობელი არ ხართ, ხოლო თუ რამეს ფლობთ დაბალი ღირებულება აქვს და მისგან დამატებით ფინანსებს ვერ იზიდავთ... და აი ამ ყველაფერის შემდეგ, ანტიდემპინგური ფასით ადგილობრივი წარმოების წახალისებას გეგმავს?!
თუ ახალი წარმოების დაწყებას ხელს ვერ შეუწყობს, სამაგიეროდ არსებული წარმოების განვითარებას დაეხმარება? რეალურად ასეთი სურათი გვაქვს. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა (მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი 71%-ია), ამიტომ იმპორტშიც კონკურენციაა საჭირო, სახელმწიფო კი იმპორტირებულ პროდუქტს ხელოვნურ საფასო ბარიერს უქმნის, რომ დაბალი ფასით არ შემოვიდეს, რითაც ზარალდება მომხმარებელი რომელსაც შესაძლებლობას ვუკარგავთ იყიდოს პროდუქტი დაბალ ფასად. ეს კი ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაჩენილ მონოპოლისტებს თუ მთლიანად ოლიგოპოლიურ ბაზრებს აყენებს სასათბურე პირობებში, აშორებს კონკურენტებს იმპორტიორების სახით, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ფასებს მონოპოლისტები განსაზღვრავენ და ცხადია ისინი თავის თავზე მოირგებენ თამაშის წესებს...
ჩვენ ყველანი მომხმარებლები ვართ მწარმოებლებიც კი... ამ კანონით მომხმარებელს ეზღუდება პროდუქტის იაფად ყიდვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი დემპინგად არის აღქმული. ეს პროდუქტი სახელმწიფო ჩარევით ხელოვნურად ძვირდება და ის გაუძვირდება, არამარტო მომხმარებელს, მწარმოებელსაც, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტს იყენებს წარმოებაში, მასაც ხელოვნურად უძვირდება პროდუქტი.
იმპორტის ამ წილის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, სხვა დარგებშიც არ გაჩნდება (ბუნებრივად თუ ხელოვნურად) დემპინგის პრობლემები ?... ეს კანონი იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებსაც დაარტყამს... ის პროდუქტი რაც უცხოეთიდან შემოდის დაბალ ფასად შეიძლება გამოცხადდეს დემპინგურ ფასად, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, დაბალ შემოსავლიან მოსახლეობას გაუზრდის ხარჯებს, რაც მათ კიდევ უფრო გაღარიბებს.
ხორბლისა და ცემენტის მაგალითი
ბოლო პერიოდში აქტიურად მიდიოდა საუბარი ხორბლისა და ცემენტის დემპინგურ ფასებზე დისკუსიები.
ხორბალს, რომ ვერ ვაწარმოებთ ეგ დემპინგის კი არა ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის ,,განადგურებული'' დარგის ბრალია. ახლა წარმოვიდგინოთ, იმპორტირებულ ხორბალზე ხელოვნურად რომ მოხდეს ფასების ზრდა. პურზე ფასის მატება და გაზრდილი სამომხმარებლო ხარჯები, კონკურენციის სააგენტოს კი ახალი ამოცანა თუ რატომ იზრდება პურზე ფასები... მოახერხოს სახელმწიფომ და განავითაროს ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ხოლო სანამ ვერ ვაწარმოებთ ვიყიდოთ და მოვიძიოთ ახალი ბაზრები.
რაც შეეხება ცემენტს, (არ ვიხილავთ დაბალ ხარისხიან პროდუქტს, რის გამოც მას ექნება დაბალი ფასი. ასეთი პროდუქტით ცხადია არ უნდა ხდებოდეს მშენებლობა, ჩვენ მხოლოდ სხვა თანაბარ პირობებში პროდუქტებს შორის ფასთა სხვაობას განვიხილავთ).
ჯერ ერთი შედარებითი უპირატესობის თეორიაა, ყველაფერს შენ არ უნდა აწარმოებდე და თუ ვინმე შენზე უფრო იაფად აწარმოებს პროდუქტს ის უნდა იყიდო... იაფ ცემენტს სამშენებლო კომპანიებიც იყიდიან და ამ მხრივ რა მწარმოებლების უფლებებს არ ვარღვევთ? მერე თვითღირებულებაზე ნაკლებად, ირანული კომპანია მილიონობით ზარალზე გავიდეს იმიტომ რომ ქართული ბაზარი მთლიანად აითვისოს თან ხანგრძლივი პერიოდით, რთულად წარმოსადგენია...
მეორეს მხრივ კონკურენტმა კომპანიებმა რომლებსაც წარმოებაზე ნაკლები უჯდებათ იმპორტირებული პროდუქტის შეძენა, იყიდონ, შეივსონ მარაგები და შემდეგ გაყიდონ, ან სხვა ბაზარზე გაიტანონ და მოგება მიიღონ, ამასთან ცემენტზე გაზრდილი მოთხოვნა კიდევ უფრ მეტ ფინანსურ ზარალს მოუტანს უცხოურ კომპანიას და დიდხანს ვერ დარჩება ბაზარზე...
განვიხილოთ თეორია, რომ დაიპყრო X კომპანიამ ქართული ბაზარი და გააძევა არსებული მოთამაშე... მერე ძვირად დაიწყო გაყიდვა საქართველოში... ყურადღება, საზღვრები დაკეტილია? ბაზარზე მდგომარეობას იგრძნობენ და ახალი მწარმოებელი ან იმპორტიორი კომპანიები გაჩნდებიან, ჰაიდელბერგი თუ არა სხვა... ან X კომპანიის ცემენტზე იაფად იყიდიან ქართული სამშენებლოები უცხოეთიდან, შედეგად X კომპანიას გაყიდვები შეუმცირდება... როცა (თუ) ეკონომიკა განვითარებულია, ბაზარი გახსნილია და კომპანიებს შეუძლიათ თავისუფლად შემოსვლა ბაზარზე, როცა კონკურენციის დონე მაღალია, ამ პირობებში დაწიო ფასი, გაყარო ყველა კონკურენტი და მერე ფასი საბაზროზე მეტად აწიო და ზე მოგებაზე გახვიდე ასე არ ხდება, ბაზარზე კონკურენტები არსებობენ რომლებიც მონოპოლისტურ რეჟიმში არ გაგაჩერებენ... თუ რასაკვირველია სახელმწიფომ შეგნებულად არ შეზღუდა საზღვრები, არ შექმნა მონოპოლიური და ოლიგოპოლიური ბაზრები... ამიტომ ანიდემპინგური კანონი კი არა, გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური მონოპოლისებისგან განთავისუფლება და თავისუფალი, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება...
დასაქმება
ბოლო არგუმენტი. თუ არა ანტიდემპინგური კანონი, საწარმო დაიხურება და ხალხი უმუშევარი დარჩება... ანუ ამ კანონის მიღებით მძიმე პირობებში და დაბალ ანაზღაურებადი შრომის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით? პრობლემა დემპინგში კი არა დაბალ ეკონომიკურ განვითარებაშია, ქვეყანაში არ არის სამუშაო ადგილები, რაც არის ხშირ შემთხვევაში დაბალანაზღაურებადი/მიუღებელი შრომის პირობები... საჭიროა სწრაფი ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური აქტივების ეფექტიანად ათვისების გზით, რაც შემოსავლების ზრდასა და სამუშაო ადგილების მატებას გამოიწვევს, რაც ასევე დამსაქმებელთა შორის კონკურენციასაც იწვევს და დასაქმებულს მეტი არჩევანის შესაძლებლობა აქვს.
კანონპროექტის მიღების მოსალოდნელი შედეგები:
1. რისკი არსებობს, რომ ამ კანონპროექტით ისარგებლოს ადგილობრივმა მონოპოლისტებმა, ჩამოიშორონ იმპორტიორი კონკურენტები და ადგილობრივ ბაზარზე დააწესონ საკუთარი ფინანსური თამაშის წესები. 2. მოსალოდნელი შედეგია, რომ მოხდეს ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება, ანუ საბაჟოზე დემპინგური ფასით შემოსული პროდუქტის უკან გაბრუნება კი არ მოხდება, დაეკისრება შესაბამისი საბაჟო გადასახადი, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებს გაუთანაბრდეს. 3. გაზრდილი ფასების პირობებში მაღალია რისკი გაიზარდოს კონტრაბანდისა და შავი ბაზრის წილი.