მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაცია 6%-მდე შემცირდა

641069b876934
გიორგი თოლორდავა
14.03.23 16:42
621
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე, 6%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე და სრულ თანხვედრაშია ანალიტიკოსების პროგნოზთან.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 5.5%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.

ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ FED-მა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა.