აშშ–ის სანქციების მიუხედავად, თურქეთი ირანისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას მაინც განაგრძობს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქული ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ნიუ-იორკის გაერო–ს გენერალური ასამბლეიდან დაბრუნებისას გააკეთა.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, "მის ქვეყანას ამის გარეშე არ შეუძლია".
"თურქეთს, ირანთან ვაჭრობის გამო, აშშ-ის სადამსჯელო ზომების არ ეშინია. ანკარა თეირანთან ვაჭრობას განაგრძობს", – დასძინა ერდოღანმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ ირანს მკაცრი სანქციებით კიდევ ემუქრება. ამას გარდა, ვაშინგტონი ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ დააწესებს სადამსჯელო ზომებს, რომელიც ისლამური რესპუბლიკასთან ბიზნეს ურთიერთობებს განაგრძობენ.