ამ ცვლილებიდან ერთი წლის შემდგომ, საქართველოს მთავრობა მათ შეცვლაზე მუშაობს. BMG-სთან საუბარში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ საშემოსავლო კატეგორიების რაოდენობა განახევრდება. ამასთანავე ცვლილებას განიცდის ის საპროცენტო კოეფიციენტებიც, რომლებიც ამ რეგულაციით არის განსაზღვრული.
"მნიშვნელოვანი გამარტივებაა შემოსავლის ჯგუფების კატეგორიზაციის მიმართულებით, შემოსავლის ჯგუფების ოთხი ჯგუფი იყო აღნიშნული, ხოლო მეთოდოლოგიით, რომლის შემოღებასაც აპირებს ეროვნული ბანკი, იქნება მხოლოდ ორი ჯგუფი, ერთი ჯგუფი იქნება 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის და 1000 ლარის ზემოთ. ანუ, რეალურად ორი კატეგორია იქნება, ორი ჯგუფი, რაც მნიშვნელოვანი გამარტივებაა. ამას მიესალმება საფინანსო სექტორიც.
60% არის 1000 ლარს ზემოთ, 35% არის 1000 ლარს ქვემოთ. ეს არის საბოლოო შეთანხმებული,"- ამბობს ნიკოლოზ გაგუა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შედეგად, დღეს ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის მარტიდან საბანკო რეგულაციების გამარტივება მოხდება.
ამ ცვლილების შედეგად, უფრო მეტ მოქალაქეს გაუჩნდება შესაძლებლობა ისარგებლოს სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხით.
2020 წლის მარტიდან ჩვენ ვგეგმავთ გავაუმჯობესოთ რეგულაცია ფიზიკური პირების დაკრედიტების მიმართულებით და განვამტკიცოთ მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა. ჩვენ კომერციულ ბანკებს მივცემთ უფრო დიდ მოქნილობას იმ რისკების მართვაში, რაც ფიზიკური პირების დაკრედიტებას ეხება, მათ შორის ჩვენ ამისთვის შევამცირებთ საშემოსავლო საფეხურების რაოდენობას (PTI ჩარჩოებს/PTI ჯგუფებს). ჩვენ ამასთანავე დავნერგავთ რისკებზე დაფუძნებულ უფრო ჯანსაღ მოთხოვნებს ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან მიმართებით,"- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერს ხელს.
როგორც ცნობილია 4 კატეგორიის ნაცვლად 2 საშემოსავლო კატეგორია რჩება, ახალი ლიმიტების პირობებში დაკრედიტებას ასეთი სახე ექნება (ჰეჯირებული მსესხებლებისთვის):
2019 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს მოუწოდა შემცირებულიყო სავალუტო სესხებზე დაწესებული 200,000 ლარიანი ლიმიტი, თუმცა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტისთვის ჯერ-ჯერობით წარდგენილი არაა.
დღესვე ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, რეგულაციის ლიბერალიზაცია მათ შორის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის ხდება.
"რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯს, რომელიც შეეხება საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაციას, რაც მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ხელს შეუწყობდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას; პრემიერის დავალებით ჩვენი ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი მუშაობს ამ წინადადებზებზე. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ლიბერალიზაცია იგეგმება. ეს იქნება ლიბერალიზაციის მთელი პაკეტი,"- ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
საბანკო რეგულაციები იცვლება - ფინანსთა მინისტრის მოადგილე "საქმის კურსში"

4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ლიმიტი დღეს ასეთია (ჰეჯირებული მსესხებლისთვის):
- თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);
- თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);
- თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);
- თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.
როგორც ცნობილია 4 კატეგორიის ნაცვლად 2 საშემოსავლო კატეგორია რჩება, ახალი ლიმიტების პირობებში დაკრედიტებას ასეთი სახე ექნება (ჰეჯირებული მსესხებლებისთვის):
- თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);
- თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება ხელფასის 60%-ს (რაც 1001 ლარის ხელფასის შემთხვევაში თვეში 600 ლარია, 2000 ლარის შემთხვევაში თვეში 1200 ლარი, 3000 ლარის შემთხვევაში თვეში 1800 ლარი, 4000 ლარის შემთხვევაში თვეში 2400 ლარი და ასე შემდეგ)