ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა. ამის შესახებ ბაიდენი სოციალურ ქსელ -Facebook-ში წერს.
„დღეს შევხვდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას და თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს.
ჩვენ განვიხილეთ ჩვენი მცდელობები, რათა გავაერთიანოთ მსოფლიო უკრაინის მხარდასაჭერად და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც შეერთებული შტატები უწევს“, - წერს იგი.