მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებმა 2022 წელი ₾413-მილიონიანი მოგებით დაიწყეს

625fc3903a5f6
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.22 12:31
4854
2022 წელი საქართველოში მოქმედი ბანკების უმეტესობამ მოგებით დაიწყო. ქვეყანაში არსებული 14 ბანკის ჯამურმა მოგებამ 413.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5 მილიონი ლარით მეტია. 

ბანკებმა წელს საპროცენტო შემოსავლების სახით 1.32 მილიარდი მიიღეს, მათ შორის 1.15 მილიარდი ლარი სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი იყო. ბანკებისთვის ყველაზე მსხვილი ხარჯი საპროცენტო ხარჯები იყო, რაც 633 მილიონ ლარს შეადგენდა, აქედან მოქალაქეების და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 362 მილიონი ლარი იყო. 

ბანკების არასაპროცენტო შემოსავლებმა 337 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სავალუტო კონვერტაციების ოპერაციებიდან, საკომისიოებიდან და ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს. ბანკებმა საკუთარი აპარატის შენახვაზე პირველ კვარტალში 464 მილიონი ლარი დახარჯეს, ხოლო მათმა მოგებამ დაბეგვრამდე 491 მილიონი შეადგინა, საიდანაც მათ 413.5 მილიონის წმინდა მოგება დარჩათ.

საბანკო სექტორის ჯამური მოგების 88% ორ უმსხვილეს ბანკზე, "საქართველოს ბანკსა" და "თიბისიზე" მოდის. უფრო დეტალურად, მოგება TOP-5 ბანკის მიხედვით ასე ნაწილდება:

მომგებიანი ბანკების რეიტინგი პირველი კვარტლის მდგომარეობით:

1) "თიბისი ბანკი" - 206.3 მლნ ლარი;
2) "საქართველოს ბანკი" - 157.9 მლნ ლარი;
3) "ბაზისბანკი" - 21.2 მლნ ლარი;
4) "ლიბერთი ბანკი" - 16.5 მლნ ლარი;
5) "პროკრედიტ ბანკი" - 10 მლნ ლარი.

ზარალზეა "ვითიბი ბანკი" (24 მლნ ლარი), რომელიც მშობელი რუსული VTB-სთვის დაწესებული სანქციების გამო, იძულებული გახდა მარტში პორტფელის უდიდესი ნაწილი დაეთმო. სესხების და დეპოზიტების პორტფელის ნაწილი - "ბაზისბანკმა", ნაწილი  "ლიბერთიმ" შეიძინა. ორივე მათგანი იანვარ-მარტის მონაცემებით, მომგებიანი ბანკების ხუთეულშია. "ბაზისბანკმა" უმსხვილესი ბანკების რეიტინგში მესამე ადგილზე დაწინაურებაზე განაცხადა.