საპრივატიზებო პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 35 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა აამოქმედოს. ამასთან, სასტუმროს მოსაწყობად არანაკლებ 3 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ასევე, სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებიდან 2 თვის ვადაში, არანაკლებ 15 ადამიანი დაასაქმოს არანაკლებ 2 წლის ვადით.