მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Binance-ი საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას გეგმავს - რა სჭირდება კრიპტობირჟას ამისთვის?

62e64e2a1dec1
გიორგი არონია
31.07.22 14:17
3366
მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა - Binance-ი საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას განიხილავს, მაგრამ ამისთვის შესაბამისი სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ელოდება, - ამის შესახებ Binance-ის რეგიონულმა მენეჯერმა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში, ვლადიმირ სმერკისმა BMG-ის განუცხადა.

„რამდენადაც მე და ჩვენმა გუნდმა იცის, სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. ამ ეტაპზე, [საქართველოს] ხელისუფლება ამ ჩარჩოს გამართული სახით ჩამოყალიბებაზე მუშაობს. რეგულაციებს ამჟამად ევროპული სახელმწიფოებიც აწესებენ და მჯერა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომელიც ევროპული სახელმწიფოების მაგალითებს იმეორებს და ევროპულადაც იქცევა. ესპანეთში, საფრანგეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში ახლა საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე მუშაობენ და როგორც კი ის ჩამოყალიბდება ისე, რომ ჩვენ ლიცენზიის აღებას შევძლებთ - მას აუცილებლად ავიღებთ. ჩვენი სტრატეგიაა, რომ სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისი ბირჟა ვიყოთ“, - განაცხადა Binance-ის რეგიონულმა მენეჯერმა, ვლადიმირ სმერკისმა BMG-ისთან საუბრისას.

ცნობისთვის: Binance-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოში კრიპტობირჟის მიერ ორგანიზებული პირველი ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა. შეხვედრაზე, რომელიც 28 ივლისს გაიმართა, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის აღმასრულებელი მენეჯერები და კრიპტოტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები