მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესასოციაციები ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებენ

64537999b20e1
შოთა ტყეშელაშვილი
04.05.23 13:34
480
საქართველოში ცხრა ბიზნესასოციაცია, მათ შორის ICC საქართველო; AMCHAM; GDBA და სხვა ბიზნეს გაერთიანებები მთავრობის ადმინისტრაციას და ბრიუსელს ერთობლივი ღია წერილით მიმართავენ. ორგანიზაციები ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებენ.

“ხაზს ვუსვამთ საქართველოს ბიზნეს სექტორის განუხრელ მხარდაჭერას ევროპილი ინტეგრაციის მიმართ;

ვაღიარებთ, რომ ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების განმსაზღვრელი ჩარჩო;

გვჯერა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი და ის ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ ამ გზაზე, მათ შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც.

ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა დავაახლოვოთ საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა; ასევე ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი აზრის განმტკიცებას ევროპული ინტეგრაციის პროცესის თანმდევი სარგებლის შესახებ.

მოვუწოდებთ ყველა მხარეებს, რათა გააერთიანონ ძალისხმევა, იმისთვის, რათა საქართველომ მიაღწიოს ხელშესახებ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

ქართული ბიზნესი ვუერთდებით მოწოდებას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი,”- ნათქვამია მიმართვაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ბიზნეს ასოციაციები:

• გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
• სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო
• საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
• საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
• ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
• საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
• საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
• გადასახადის გადამხდელთა კავშირი
• ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები