Bm.ge-ს მთავარ რედაქტორს და BMGTV-ის ჟურნალისტს თელარა გელანტიას მთავრობის სხდომის გაშუქების უფლება არ მიეცა.
საქმე ის არის, რომ დღეს, 14:00 საათზე მთავრობის სხდომა დაინიშნა, რომლის გასაშუქებლად BMGTV-ის ჯგუფი წავიდა, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს.
როგორც BMG-ის დირექტორს თამუნა ქემერტელიძეს მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნინო ცხადაძემ განუცხადა, თელარა გელანტიას მთავრობის ადმინისტრაციაში არშეშვების მიზეზი მის მიერ ბევრი კითხვის დასმაა.
„ბევრჯერ გავაფრთხილეთ და ვთხოვეთ ინტერვიუს რეჟიმში აღარ დაესვა კითხვები, თუმცა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ჩვენს თხოვნას. თქვენს ტელევიზიასთან არანაირი პრობლემა და პრეტენზია არ არის და დღეს ოპერატორს შეეძლო შესვლა. რაც შეეხება ჟურნალისტს, კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ არის ელემენტარული წესი რისი დაცვაც არ მეგონა თუ ასეთი რთული იქნებოდა მისთვის“, - დაწერა პრესსამსახურის თანამშრომელმა მედიის და მთავრობის პრესსამსახურის საერთო ჩატში.