როგორც BBC-ი იუწყება, თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Boeing-ის ახალმა მოდელმა Boeing 777X-მა საცდელი ფრენა წარმატებით შეასრულა. ფრენა აშშ-ში ქალაქ სიეტლიდან შესრულდა და 4 საათის განმავლობაში გაგრძლედა.
ცნობისათვის: ახალი მოდელის Boeing 777X-ის გამოცდა კომპანიაში მიმდინარე კრიზისის ფონზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფის დროს 189 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2019 წლის მარტში ამავე ტიპის თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა. ამის გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ Boeing 737 MAX-ით ფრენები შეაჩერა.
ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის იანვრიდან Boeing-ი 737 MAX-ის თაობის თვითმფრინავებს აღარ გამოუშვებს.