დღეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას გამოაქვეყნებს.
დოკუმენტი საქსტატის ვებგვერდზე 11:00 საათზე გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ: 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.
საქსტატის თანახმად, FDI-ის მოცულობამ უშუალოდ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6%-ით ნაკლებია.