ევროპის წამლის სააგენტო აღნიშნავს, რომ ის პირები, ვინც ვაქცინაციას AstraZeneca-თი გადაწყვეტენ, აუცილებლად ინფორმირებულები უნდა იყვნენ თრომბოემბოლიის განვითარების რისკების შესახებ, რომელიც ვაქცინის მიღებიდან, დაახლოებით, 2 კვირაში შეიძლება განვითარდეს.
„აღსანიშნავია, რომ იმ მონაცმემების მიხედვით, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ, თრომბოემბოლიის შემთხვევები 60 წლის ქვემოთ აცრილ პირებში, დაახლოებით, 2 კვირის ვადაში განვითარდა. ამ ეტაპზე გვიჭირს დავასახელოთ რა შეიძლება გახდეს თრომბოემბოლიის განვითარების რისკფაქტორი“, - აღნიშნულია ევროპის წამლების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ევროპის წამლის სააგენტო ვაქცინირებულ ადამიანებს ურჩევს, მაშინვე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, თუკი გამოუვლინდათ რომელიმე სიმპტომი.