ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ამ დრომდე კომპანიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ. თავად რობ ლეტერნმა კი დაწერა, რომ ის "ტოვებს Facebook-ს, რათა იმუშაოს მომხმარებელთა კონფიდენციალურობაზე მხოლოდ რეკლამების და სოციალური მედიის მიღმა", შესაბამისად, Facebook-ის უკვე ყოფილი თანამშრომელი არ ამჟღავნებს, სად აპირებს კარიერის გაგრძელებას.
რობ ლეტერნი კომპანიის სარეკლამო პოლიტიკის სახე იყო, რომელიც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, ბოლოს კი 3 ნოემბრის აშშ-ის არჩევნებამდე Facebook-ი მწვავედ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არაერთი შეთქმულების თეორია გამოჩნდა სოციალური ქსელის პლატფორმაზე და, ამას გარდა, სოცქსელი დეზინფორმაციის გავრცელებაშიც არაერთხელ დაადანაშაულეს.