ორგანიზაცია 2019 წლისთვის საქართველოში 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ზრდაზე მოქმედ დაღმავალ ფაქტორთა შორის კი Fitch გამკაცრებულ საბანკო რეგულაციებსა და რუსულ საავიაციო სანქციებს ასახელებს.
"დაკრედიტების ზრდა 2019 წლის პირველ ნახევარში 7.7%-მდე შემცირდა (სავალუტო კურსის ეფექტის გარეშე), რაც 2018 წლის პირველ ნახევარში არსებულ 17.2%-თან შედარებით დაბალია.
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა "BB" ის შეფასების მქონე ქვეყნების ჯგუფის მედიანურ მაჩვენებელთან (3.3%-თან) შედარებით მაღალია, რასაც ხელს ინფრასტრუქტურული ხარჯვის აქსელერაცია და შერბილებული ფისკალური პოლიტიკა უწყობს ხელს,"- ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში.
Fitch სამომავალო ხარჯებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაზეც წერს - "გაზრდილი ხარჯვა განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენს მოლოდინს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით 2.7%-მდე ზრდის, რაც 2018 წელს არსებულ 2.5%-თან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია. ლარის გაუფასურება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთლიან სახელმწიფო ვალს 47%-მდე გაზრდის.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2019-2021 წლებში ხელს შეუწყობს ქვეყანას მიაღწიოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში დასახულ საშუალოვადიან მიზნებს,"- ნათქვამია Fitch-ის შეფასებაში.