მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადასახადის გადამხდელებმა დავების საბჭოს რეკორდული რაოდენობის საჩივრებით მიმართეს

62571907f27d1
ნინო ტაბატაძე
13.04.22 22:48
872
გასულ წელს გადასახადის გადამხდელებმა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში შემოსავლების სამსახურის 3136 გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

რეკორდული იყო სადაო თანხაც, რამაც 1.808 მლრდ ლარი შეადგინა. ეს 4-ჯერ მეტია 2020 წელს გასაჩივრებულ თანხაზე.

სადავო თანხის დინამიკა წლების მიხედვით:
• 2021 წელი - 1.808 მლრდ ლარი
• 2020 წელი - 447 მლნ ლარი
• 2019 წელი - 765 მლნ ლარი
• 2018 წელი - 296 მლნ ლარი
• 2017 წელი - 501 მლნ ლარი

აღსანიშნავია, რომ საბჭომ გადაწყვეტილება 3267 საქმეზე მიიღო, თუმცა აქედან უმრავლესობას - 2335 მომჩივანს უარი ეთქვა და მხოლოდ 489 საჩივარი დაკმაყოფილდა.

ოფიციალური სტატისტიკით, სადავო თანხის მიხედვით საჩივრების მხოლოდ 31% დაკმაყოფილდა სრულად ან ნაწილობრივ.

ცნობისთვის, საქართველოში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით. თუ პირი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას (საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან/და საგადასახადო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება), უფლება აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს შემოსავლების სამსახურში, არასასურველ გადაწყვეტილებას მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს დავების განხილვის საბჭოს მიმართოს. ასევე დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები