მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამაში სულ 1,500 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა

644f41e877842
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.23 09:30
982
ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმების პოლიტიკის ანგარიში წარადგინა, რომელშიც 2022 წელს უწყების მიერ ქვეყანაში დასაქმების გაზრდისთვის გატარებული ღონისძიებები არის აღწერილი. დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამებზეც, რომელთა ფარლებშიც უცხოეთში ქართველთა ლეგალური დასაქმება ხდება.

ამ მხრივ ყველაზე მასშტაბური გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამა იყო. ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით პარტნიორობის შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში მოეწერა ხელი. პროგრამის პრაქტიკული განხორციელება კი 2021 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე workabroad.moh.gov.ge, ხსენებული შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის.

“2020-2022 წლებში, სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 12 645 - 2022 წელს. გარდა ამისა, 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა საზოგადოებრივ სამუშაოებზე (პროგრამა ამოქმედდა 2022 წლის პირველი მარტიდან), ხოლო 1 539 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, ხოლო 18 პირი დასაქმდა ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში (ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში.)

2022 წლიდან პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, გერმანელ დამსაქმებლებს მიეცათ საშუალება საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და მიეწვიათ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით. აღნიშნული კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება ჩართულიყო პროგრამაში. დამსაქმებლებისგან სახელობითად მოთხოვნილ სამუშაოს მაძიებლები უფრო მოკლე დროში, შედარებით ნაკლები პროცედურების გავლით მიემგზავრებოდნენ და საქმდებოდნენ გერმანიაში. 2022 წელს 1 231 საქართველოს მოქალაქეს მიეცა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სქემით და ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე,”- ნათქვამია პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები