მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გლეხის შემოსავალი, რომელსაც ატამი მოჰყავს, შეიძლება 50-60 ათასი ლარი იყოს“ - ღარიბაშვილი

61177124a19f2
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.21 11:39
5713
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გლეხის შემოსავალი, რომელსაც მაგალითად ატამი მოჰყავს, შესაძლოა წელიწადში 50-60 ათასი ლარი იყოს. ამის შესახებ მან გურჯაანში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ასეთი ადამიანები არიან მამოტივირებელი სხვებისთვის და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ფერმერებსა და გლეხებს საჭირო პირობები შეუქმნას.

„ჩვენ ახლა გვჭირდება შრომა, შრომა და შრომა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას, ფერმერებს, მშრომელ ხალხს, შეუქმნას პირობები: მაგალითისთვის გლეხს, როდესაც 1 ჰა-ზე 30 ტონა ატმის მოყვანა შეუძლია, მისი საშუალო შემოსავალი წელიწადში შეიძლება 50-60 ათასი ლარი იყოს, რაც სხვებისთვისაც ძალიან კარგი მოტივატორი შეიძლება იყოს. ადამიანები ყოველთვის უყურებენ მაგალითს, რომელსაც ქმნიან ჩვენი ძვირფასი მშრომელი ადამიანები.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ დაახლოებით 7 მლრდ ლარამდე დავხარჯავთ. ეს ნიშნავს, რომ რეგიონების მიხედვით კიდევ უფრო მეტ პროგრამებს დავაფინანსებთ. ჩვენ პრობლემების იდენტიფიცირება გვაქვს მოხდენილი, ვიცით რომელ რეგიონს რა სჭირდება, რომელი კულტურების განვითარება შეიძლება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.