მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

62271a067c434
გიორგი თოლორდავა
08.03.22 13:02
3233
უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონიის მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.

Reuters-ის ინფორმაციით, იაპონიის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში 20 რუსი მაღალჩინოსანი დაემატა, მათ შორისაა: პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური და მთავრობასთან ახალო კავშირების მქონე კომპანიების, მაგალითად, "Volga Group”-ის, “Transneft”-ისა და “Wagner”-ის აღმასრულებლები.

სანქცირებულთა სიაშია ბელარუსის მთავრობის 12 წარმომადგენელი და ათზე მეტი რუსული და ბელარუსული ორგანიზაცია.

გარდა ამისა, იაპონია კრძალავს რუსეთსა და ბელარუსში ნავთობის გადამმუშავებელი ტექნიკის და ზოგადი დანიშნულების ნივთების ექსპორტს.