მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკმა გერმანიაში Tesla-ს ახალი ქარხანა საზეიმოდ გახსნა

6239e9384780b
გიორგი თოლორდავა
22.03.22 19:26
757
მილიარდერი ილონ მასკი დღეს გერმანიაში კომპანია Tesla-ს ახალი ქარხნის (Gigafactory) ოფიციალურად გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო და მომხმარებლებს გერმანიაში წარმოებული ელექტრომობილების პირველი მოდელებიც გადასცა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა კანცლერი ოლაფ შოლციც.

„შესანიშნავი დღეა ქარხნისთვის - კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი მდგრადი მომავლის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა მასკმა.

Tesla-ს $5.5-მილიარდიანი ქარხანა გერმანიაში რამდენიმე თვის წინ აშენდა, თუმცა მან ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ საბოლოო ნებართვა მხოლოდ 4 მარტს მიიღო. პროცესის გაჭიანურება გარემოსდაცვით საკითხებთან და რიგ რეგულაციებთან იყო დაკავშირებული.

Gigafactory გერმანიაში, სავარაუდოდ, 12 000-მდე თანამშრომელს დაასაქმებს. სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში კი ქარხანაში წელიწადში 500 000 ელექტრომობილის წარმოება იქნება შესაძლებელი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები