მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის პროგრამის მიმოხილვა გადაიდო - ერთ-ერთი მიზეზი სებ-ის კანონში ცვლილებებია

64b50fe66cb9e
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.23 13:34
1167
სტატიაში საუბარია:
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებულია, ამის შესახებ bm.ge-ის ფონდში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"მიმოხილვა გადაიდო და მიმდინარეობს მოლაპარაკება", - ნათქვამია ფონდის მიერ გამოგზავნილ წერილობით განმარტებაში. თუმცა, მიზეზების შესახებ დეტალებზე საუბრისგან IMF ამ ეტაპზე თავს იკავებს.

მიმოხილვის გადადების შესახებ აღნიშნავს Fitch-იც, რომელიც უახლეს შეფასებაში წერს:

"სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება", - აღნიშნავს Fitch-ი.

IMF-ის მისიამ პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის 11 მაისს დაასრულა, რასთან დაკავშირებითაც სებ-ში ფონდის, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის დროებითი მმართველის (არჩილ მესტვირიშვილის) მიერ სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართა. თუმცა, უშუალოდ მიმოხილვის დასრულებისთვის აუცილებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტი IMF-ის ბორდმა დაამტკიცოს, რაც აღნიშნული მდგომარეობით გადადებულია.

13 ივნისს კი პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რასაც სებ-ის საბჭოს მიერ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავას არჩევა მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის დასრულების შემდეგ ქვეყნისთვის 40 მილიონი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები