ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფთალი ბენეთი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. BBC-ის აღნიშნული შეხვედრა პრემიერმინისტრის ოფისმა დაუდასტურა. BBC-ის ცნობითვე, მოლაპარაკებები დაახლოებით ორსაათნახევარი გაგრძელდა.
ბენეთის ოფისში ასევე განმატავენ, რომ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ აშშ წინასწარვე იყო ინფორმირებული.
BBC-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა სავარაუდოდ განიხილავს მედიატორის როლის შესრულებას არსებულ კრიზისში. ამას ადასტურებს ისიც, რომ ისრაელის პრემიერმა პუტინთან სასაუბროდ სწორედ პირდაპირი კომუნიკაცია არჩია სატელეფონო საუბრის ნაცვლად.