კომპანია "ლისი დეველოპმენტი" სამოქალაქო პასუხისმგებლობის და ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით აგრძელებს COVID 19-თან ბრძოლას. წინა კვირაში, კომპანიამ უკვე გადასცა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს მათთვის პრიორიტეტული პირველადი საჭიროების ნივთები.
"ლისი დეველოპმენტი" ქვეყანას მხარში უდგას და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომ ეტაპად, #StopCoV ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.
"#StopCoV ფონდის მიზანია შეამციროს კორონავირუსისგან მიყენებული ზარალი, მოხდეს საჭიროებების იდენტიფიცირება და დაკმაყოფილება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ!"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, კომპანია სოციალურ და ჯანდაცვის მხარდამჭერ ღონისძიებებს გააგრძელებს.