"კონკრეტული პრობლემა ერთი შეხვედრით არ წყდება", - ასე უპასუხა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ლარის კურსის დასტაბილურებას შეეხებოდა.
მისი თქმით, პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ არსებობს განწყობა, რომ პრობლემური საკითხების განხილვა, აუიცლებლად მოხდება. რაც შეეხება მოლოდინებს, არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს:
„ძალიან მიჭირს მოლოდინებზე საუბარი, რადგან წლის დასაწყისში ლარის გამყარების ყველა წინაპირობა არსებობდა. დღეს რასაც ვხედავთ, ფაქტია და დანარჩენს დრო გვაჩვენებს“.
რეპლიკაზე - უნდა განახორციელოს თუ არა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები უფრო ინტენსიურად, არჩილ გაჩეჩილაძე პასუხობს: „სებ-ი დამოუკიდებელი ორგანოა და თვითონ განსაზღვრავს როდის უდნა გააკეთოს ინტერვენციები“.