კორონავირუსზე ტესტირება არ ჩამტარებია, მინისტრები რისკ-ჯგუფში არ მოვიაზრებით, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას.
„მე კორონავირუსის ტესტირება არ ჩამტარებია, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ტესტირება ტარდება კონკრეტულ რისკ-ჯგუფებში, გეგმაზომიერად, ხოლო მინისტრები რისკ-ჯგუფებში არ მოიზრებიან. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო იქნება, ყველას ჩაგვიტარდება არსებული პროტოკოლით. დღესდღეობით ამის საჭიროება არ არის“, - განაცხადა თურნავამ.