მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lopota Lake Resort & Spa ფართოვდება - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 21 მლნ ლარია

60e70c0993cad
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.21 18:43
3143
კახეთში მოქმედი სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტზე“ მე-15 სასტუმრო შენობა გაიხსნა. ინფორმაციას სასტუმროს გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი Facebook-ზე აქვეყნებს.

BM.GE სასტუმრო კომპლექსის გაფართოების დეტალებით დაინტერესდა და კომპანიის გენერალურ მენეჯერს დაუკავშირდა. როგორც მაკა ღლიღვაშვილი აცხადებს, 51-ნომრიანი სასტუმრო შენობის გახსნისთვის კომპანიამ 7 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო.



„ახალ შენობაში პირველი სტუმრები 6 ივლისს მივიღეთ. 2-სართულიანი, განსხვავებული სტილის სასტუმრო შენობაში 6 ნომერი ლუქს ტიპისაა, დანარჩენი - „სუპერიორ“ ნომრებია. ყველაზე ახლოს ტბასთან ეს შენობა მდებარეობს და მისი არქიტექტურა ძალიან მოუხდა ლანდშაფტს. წინა ხედი გადის ტბაზე, ხოლო უკანა ნომრებიდან ხედი ლოპოტას ბიობოსტნისა და შატო „ბუერაზე“ იშლება. სასტუმრო შენობას თავისი აუზი და ბუნგალო აქვს“, - უთხრა BM.GE-ის გენერალურმა მენეჯერმა.



შედეგად, დღეისთვის სასტუმრო კომპლექსი სულ 232 ნომერს მოიცავს და 250 ადამიანს ასაქმებს, თუმცა სასტუმროს მენეჯმენტი განვითარებას ამით არ წყვეტს და სასტუმროს ახალ შენობასთან ერთად რამდენიმე პროექტის განხორციელებას ან გეგმავს ან უკვე განახორციელა.



„ჩვენ შენობის გახსნამდე ახალი მინიფეხბურთის მოედანი და კალათბურთის მოედანი დავამატეთ. ვამატებთ პროფესიონალურ კორტებს, რომლის გახსნის სავარაუდო თარიღია აგვისტოა. მიმდინარე წელს გაიხსნება ასევე ახალი რესტორანი თავისი აუზით, რომელიც გვინდა, რომ აზიური კონცეფციის იყოს და გათვლილი იქნება დახურული ღონისძიებებისთვის.

სასტუმროს შენობასთან ერთად აღნიშნული პროექტების ჯამური ინვესტიცია 21 მლნ ლარია“, - უთხრა BM.GE-ის მაკა ღლიღვაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები