ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ჰონგ კონგი ტექნიკური რეცესიის პროცესში შევიდა. BBC-ს ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეკორდულად დაეცა. კვარტალურ ჭრილში ვარდნამ 3,2% შეადგინა. ეკონომიკური ვარდნის ტემპმა ექსპერტების პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო; ადგილობრივები თავდაპირველად, მეტროპოლიდან ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს აპროტესტდებნენ, შემდეგ კი მოთხოვნებს ჰონგ-კონგის ლიდერების გადადგომაც დაემატა. პერიოდულად პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებში იზრდება.
აღსანიშნავია, რომ როგორც 7 ოქტონებრს გამოქვეყნებული მასალაში Sunday Times იტყობინებოდა, პოლიტიკური არეულობის გამო, ჰონგ-კონგს მილიონერები ტოვებენ. აზიურ ქალაქში მიმდინარე ქაოსური აქციების გამო, მდიდრებმა საცხოვრებლის ძებნა ირლანდიაში დაიწყეს.
გამოცემის ცნობით, ბოლო რვა კვირაში ირლანდიაში ცხოვრების სურვილი 100-მდე ჰონგ-კონგელმა მილიონერმა გამოთქვა. ისინი Bartra-ს პროგრამაში დარეგისტრირდნენ, რომელიც ირლანდიაში მდიდარ აზიელებს ინვესტიციების განხორციელებში ეხმარება. იმისათვის, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ირლანდიაში ცხოვრების უფლება დააკმაყოფილონ, ქვეყანაში მინიმუმ $1,1 მილიონის ინვესტიციის ჩადებაა საჭირო.