მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, მივიღოთ ფინანსების ხელმისაწვდომობაზე ინფორმაცია - "ჩიკატაის" დამფუძნებელი

5e440639e222f
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.20 19:50
1834
ქართული მუსიკალური სათამაშოების მცირე წარმოების კომპანია „ჩიკატაის“ დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა USAID-ის მიერ გამართულ ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძებები, ვინაიდან მათ ბიზნესის წარამოების პროცესში არ აქვთ შესაძლებლობა ფინანსების მართვის კუთხით დამატებითი კადრები აიყვანონ.

„მე, როგორც ამ კომპანიის დამფუძნებელს არ მაქვს ფინანსური განათლება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღო, თუნდაც იმისთვის, რომ ვიცოდე როგორ ვესაუბრო საფინანსო ორგანიზაციებს, რა საშუალებებია და როგორ უნდა დავგეგმო ფინანსური ნაწილი იმისთვის, რომ ჩვენი კომპანია განვითარდეს სწორად“, - ამბობს თამარ ბუიღლიშვილი.

სათამაშოების მწარმოებელი ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოების მიმართულებით ამოქმედებულ რეგულაციას პოზიტიურად უყურებს. მისი თქმით, იმისთვის, რომ მცირე ბიზნესმა შეძლოს რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსვლა, ამისთვისაც ფინანსები ესაჭიროება.

„დღეს ძალიან ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ ვაკეთოთ ჩვენი ბიზნესი სწორად, თუმცა პატარ-პატარა გამოწვევები მაინც არის ჩვენ სექტორში. ახლა მიიღეს კანონი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რასაც მივესალმებით, თუმცა არის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ, რათა თუნდაც ადამიანური რესურსების დამატება უნდა მოვახერხოთ. იმისთვის რომ ფეხი ავუწყოთ ამ ცვლილებებს, გარკვეულ ფინანსებია საჭირო. ჩვენ ამ კანონის ფარგლებში გვაქვს ერთი წელი, რომ კიდევ მოვემზადოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც არის დღეს სახელმწიფოს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით“, - განაცხადა „ჩიკატაის“ დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩიკატაის“ ქართულ მელოდიებით შექმნილი რბილი სათამაშოების კომპანია ბაზარზე მესამე წელია, რაც ოპერირებს.