მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომხმარებლის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება დროულად უნდა მოხდეს“

618936aa2877e
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.21 22:10
527
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ევროპასთან ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრებმა კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელებისთვის შემდგომ ნაბიჯებზე და საკომიტეტო განხილვების გეგმებზე იმსჯელეს, იმისათვის, რომ პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონის მიღება შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს, რაც თავისთავად საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის ახალი სტანდარტით დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს განვითარებისთვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კანონზე მუშობის პროცესში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე და დროულად მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა 2019 წელს ინიცირებული კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები, ასევე, მისი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა დეტალურად განიხილეს.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტების წევრები, აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ქართველი და ევროპელი ექსპერტები, შესაბამისი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა ევროკავშირი პროექტის - „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ ხელშეწყობით გაიმართა.