მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის მერი: ქალაქში ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა

60d9d12ae489f
ნათია თაქთაქიშვილი
28.06.21 21:00
1234
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქში ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა, რადგან ბოლო 24 საათში გარდაცვალების რეკორდულად ბევრი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ტასი" ავრცელებს.

„გასული კვირის განმავლობაში, დედაქალაქში ახალი რეკორდი დამყარდა როგორც კორონავირუსით ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ. ასევე კრიტიკულად მაღალია იმ პირების რაოდენობა, რომლებიც რეანიმაციაში არიან მოთავსებული“, - განაცხადა სობიანინმა.

„მინდა გავიმეორო, რომ დიდ საფრთხეს გვიქმნის "დელტა" შტამი, რომელიც გამოირჩევა გადადების მაღალი ტემპით. მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მიიღონ ვაქცინის კუთვნილი დოზა როგორც კი მათ ამის შესაძლებლობა მიეცემათ“, - დასძინა მან.

ბოლო 24 საათში მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 7,246 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 124 ადამიანი.