ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა უახლოეს პერიოდში COVID-პასპორტების ამოქმედების საკითხს განიხილავს.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად მინისტრის მოადგილემ COVID-პასპორტების ამოქმედების ზუსტი დრო არ დააკონკრეტა და განმარტა:
„კოვიდ-პასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რომლებიც კოვიდ-პასპორტში აისახება, აუცილებლად შეტანილი იქნება ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში იქნება PCR-ტესტის პასუხი, აქედან გამომდინარე მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობთ, მოკლე ხანში რეალური იქნება ეს პრაქტიკაც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.