მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტების განვითარების კომპანიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის რეორგანიზაცია იგეგმება

60f57bb737c8a
ინგა მურუსიძე
19.07.21 22:00
835
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრუქტურული ცვლილება. ქვრივიშვილის თქმით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით მეტი დეტალის გასაჯაროება არ შეუძლია.

„ვმუშაობთ სწორ მოდელზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს მთის კურორტების და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრუქტურა. განიხილება შესაძლო ცვლილებებიც იმისთვის, რომ მეტად ქმედითი გახდეს ორივე ორგანიზაცია, რადგან ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. გვესმის, რომ ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს country branding, იმისთვის, რომ სხვადასხვა უწყება სხვადასხვა მესიჯ-ბოქსით ახდენს ამ ყველაფრის დღეს კომუნიკაციას საერთაშორისო არეალზე და ჩვენ ამ ყველაფრის ერთიან ქოლგაში მოქცევას ვაპირებთ.

ჩვენ ვცვლით მიდგომას და ვაპირებთ, რომ საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების კუთხით აღარ წავალთ წერტილოვან მიდგომაზე და წავალთ ისეთი აქტივობებით, როგორიც არის წარმომადგენლობითი აქტივობები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.