მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ი ოქროს გლობუსის ყველაზე მეტ ნომინაციაზე იყო წარდგენილი

5e131c8bc1303
ნათია თაქთაქიშვილი
06.01.20 23:42
1097
მართალია Netflix-ი 2020 წლის ოქროს გლობუსის ყველაზე მეტ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ ჯილდოების უმრავლესობა AT&T, Disney, Sony და ViacomCBS-მა გადაინაწილეს.

უფრო კონკრეტულად, სტრიმინგ სერვისი Netflix-ი 17 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ მხოლოდ ორი ჯილდოს მოპოვება შეძლო. ოლივია კოლმენი, “The Crown”-ის მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა, ხოლო ლორა დერნმი, მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა “Marriage Story”-ში შესრულებული როლისთვის.

HBO, რომელიც 15 ნომინაციაზე იყო ნომინირებული, 4 ჯილდოს მოპოვება შეძლო. სატელევიზიო შოუმ Succession-მა მოიპოვა ჯილდო, როგორც საუკეთესო დრამატულმა ტელესერიალმა. ბრაიან კოქსი კი საუკეთესო მსახიობ კაცად დასახელდა. ასევე საუკეთესო სერილად დასახელდა HBO- ს Chernobyl-ი. ფილმა გაიმარჯვა ნომინიაციაში მცირემეტრაჟიანი სერიალი.

2020 წლის ოქროს გლობუსზე ყველაზე მეტი ჯილდოს მოპოვება შეძლო AT&T-ის Joker-მა. ფილმმა სახლში 6 ჯილდოს წაღება მოახერხა. უნდა აღნინიშნოს, რომ თავის მხრივ AT&T-ი ფლობს HBO-ს და Warner Bros-ს. 

Sony-იმ, ისევე როგორც ViacomCBS-იმ, სამი ჯილდოს მოპოვება შეძლო ოქროს გლობუსის წლევანდელ დაჯილდოვების ცერემონიალზე.