საქსტატმა 2022 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა.
მთლიანად 10 თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 10% შეადგინა.
"2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით მეტია.