მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ქართული რაგბის ფრენჩაიზი "შავი ლომი" დიდი ალბათობით ჩელენჯ თასზე იასპარეზებს

64a54808b0532
ირაკლი მოდებაძე
05.07.23 18:36
650

ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განთავსდა, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ “ჩელენჯ თასის” 2023/24 წლების სეზონი განახლებული ფორმატით ჩატარდება.

პირველი ქართული ფრენჩაიზი – “შავი ლომი” დიდი ალბათობით ევროპის რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს. გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება და დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. “ჩელენჯ თასის” 2023/24 წლების სეზონში 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. სარაგბო კლუბები სამ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან.

ცნობილია, რომ “ჩელენჯ თასზე” ყველაზე მეტი, 8 წარმომადგენელი გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატს (URC) ეყოლება. ფრანგული ტოპ 14 ექვსი კლუბით, ხოლო ინგლისის პრემიერშიპი 2 კლუბით იქნება წარმოდგენილი. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ დარჩენილი 2 კვოტა სპეციალურად მიწვეულ კლუბებს ერგოთ. სწორედ ამ გარემოების შედეგად მივიღებთ ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგს.

“ჩელენჯ თასის” 2023/24 წლების სეზონის წილისყრა 21 ივნისს, ლონდონში ჩატარდა და მონაწილე გუნდები ჯგუფებში გადანაწილდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, “შავი ლომი” მიწვეული გუნდი 1-ის სტატუსით, პირველ ჯგუფში იასპარეზებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ "ჩელენჯ თასი" ჰეინეკენის ჩემპიონთა თასის შემდეგ პრესტიჟულობითა და დონით მეორე საკლუბო ჩემპიონატია, რომელსაც მასპინძელი ქალაქისთვის უდიდესი ფინანსური სარგებელი მოაქვს. ტურნირი დეკემბრიდან მაისამდე გრძელდება, ანუ არატურისტულ სეზონს მოიცავს და ამ პერიოდში მასპინძელ ქალაქებში ტურისტულ ბუმს ახდენს. განსაკუთრებით კი ფინალი, რომელიც წელს დუბლინში შედგა და მსოფლიო მედიის ინტენსიური ყურადღების ქვეშ ყველაზე კაშკაშა სარაგბო ვარსკვლავები და ყველაზე დიდი სახელები იყვნენ წარმოდგენილნი.

სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ტურისტებმა ქალაქს 50 მილიონი დოლარი მხოლოდ საკვებსა და შიდა ტრანსპორტზე გაწეული ხარჯით მოუტანეს, მათი 50% სასტუმროებშიც გაჩერდა, საშუალოდ 2.5 დღით და ამ ინდუსტრიას დაახლოებით ასევე 50 მილიონი დოლარი მოუტანა. 27 მილიონი დოლარის სატელევიზიო რეკლამა გაყიდა EPCR-მა, - ტურნირის შემოსავლები წლიდან წლამდე 20%-ით იზრდება. 8 კვირიან სეზონზე 116 მატჩი ტარდება, მილიონ ასი ათასი ბილეთი იყიდება, ხოლო სატელევიზიო აუდიტორია 70 მლნ მაყურებელს აჭარბებს. ამ ტურნირთან შეერთებით არამხოლოდ შავი ლომი, არამედ საქართველო თავისი ტურისტული პოტენციალით, ასევე სურსათის ადგილობრივი ნაწარმით და მსხვილი კომპანიებით ამ უზარმაზარი კომერციის ნაწილი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები