მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთში ეროვნული უსაფრთხოების სხდომა მოიწვიეს

6373fa9a757bb
ალა ისპირიანი
16.11.22 00:30
572
პოლონეთის მთავრობის სპიკერის პიოტრ მიულერის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია.

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს სხდომის მოწვევის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ სხდომა „კრიზისული სიტუაციის“ გამო იკრიბება.

მან მედიას ასევე მოუწოდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, რომ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად აფეთქება მოხდა და შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ეს იყო უკრაინის მიმართულებით ნასროლი ორი რუსული რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა. თუმცა პოლონურ მხარეს აღნიშნულ ფაქტში რუსეთის მონაწილეობა ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია.

აღნიშნულ ინფორმაციას მათ შორის ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიკსი გამოეხმაურა და თქვა, რომ ლატვია ამ დანაშაულის დაგმობაში პოლონელი მეგობრების გვერდით დგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები