საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართულებით ფრენებს არ დაასუბსიდირებს.
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ტურიზმის სექტორთა შეხვედროს შემდეგ განაცხადა.
„ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ,“ - თქვა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ სუბსიდირება ქვეყნისთვის კომერციულად საინტერესო უნდა იყოს
„ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები ძირითადად ქუთაისის აეროპორტი იყო. დღეს ჩვენ დაახლოებით, 50 წერტილი გვაქვს ევროპაში, სადაც პირდაპირ ფრენებს ვახორციელებთ. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მაქსიმალურად გავზარდოთ. ამ ინსტრუმენტს ჩვენ, რა თქმა უნდა, შემდგომში გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, ეს სუბსიდირების ფორმები ქვეყნისთვის უნდა იყოს კომერციულად საინტერესო და მისაღები, რათა ტურიზმი განვითარდეს. ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც კარგად მუშაობს", - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადება, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ წინა პრემიერის მიერ გამოცემული ბრძანებები ძალაში ვერ შევა.