მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინს ლუკაშენკოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტი არ განუხილავს - პესკოვი

6335a1c2e5b09
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.22 21:35
702
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში ბელარუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე ოფიციალური მინსკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი არ განუხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„არა, ეს თემები დღის წესრიგში არ ყოფილა“, - განაცხადა პესკოვმა შესაბამის კითხვაზე.

გარდა ამისა, პესკოვის ინფორმაციით, პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების საკითხიც არ განუხილავთ. 

ცნობისთვის, ალექსანდრ ლუკაშენკომ დეფაქტო აფხაზეთი 28 სექტემბერს მოინახულა და დეფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს ქვეყანაში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.