მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია" - პუტინი

6223737081ea3
BM.GE
05.03.22 18:31
11379
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული ავიახაზების ეკიპაჟის წევრებთან შეხვედრისას, უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სანქციები, რომლებსაც აწესებენ, ომის გამოცხადების ტოლფასია.

„ბევრი რამ, რაც ახლა ხდება და რასაც ჩვენ ვხედავთ, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვის ცალსახა მეთოდებია. ის სანქციები, რომლებსაც აწესებენ, ომის გამოცხადების ტოლფასია, თუმცა მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით საქმე აქამდე [ომამდე] არ მისულა.

მიუხედავად მათი უგუნური განცხადებებისა, ჩვენს ე.წ. „პარტნიორებს“ მაინც ესმით, თუ რას მოიცავს ეს და რა საფრთხესთანაა დაკავშირებული“ - უთხრა პუტინმა სტიუარდესებს.