"ეს უბრალოდ ქურდობაა“ - ასე შეაფასა დასავლეთის მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვის ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას. ამის შესახებ რუსული Tass-ი წერს.
„როდესაც ცენტრალური ბანკის რეზერვები (გაყინეს), ვინც პროგნოზებს აკეთებდა მათგან ვერავინ წარმოიდგენდა, რა სანქციების ამოქმედება შეეძლო დასავლეთს. ეს უბრალოდ ქურდობაა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ უმძიმესი ეკონომიკური სანქციების დაწესება მოჰყვა. უმსხვილესი რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემას გამოეთიშნენ, ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინეს, პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს მიწოდება აკრძალა.