გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, - ამის შესახებ რიონის ხეობის გადარჩენისთვის ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას დემონსტრანტების მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა.
„28 თებერვალს გაჟღერებული მოთხოვნები უცვლელია, რაც გულისხმობს იმას რომ უნდა გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობის უცხოელი ინვესტორისთვის გადაცემას გულისხმობს. ასევე შეწყდეს ხელშეკრულება, რომელშიც დათმობილია სახელმწიფო ინტერესი, ასევე გაუმქდეს 2015 წლიდან გაცემული ყველა ნებართვა თურქული კომპანიისთვის და ჩვენი მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის რომ „ენკამ“ უნდა დატოვოს ხეობა“, - განაცხადა აქვიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე თქმით, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს საჭირო, პროტესტი "არა ნამახვანჰესს" გაგრძელდება.
„კიდევ უფრო მეტი დადგება ამ ან სხვა მოედანზე და ვიქნებით მანამ, სანამ არ დავიცავთ კოლექტიურ ინტერსესს და მიწას“, - დასძინა მან.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია 13:00 საათზე დაიწყო. მას ასობით ადამიანი ესწრება.




























